Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: HSE Group
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
HSE Group არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. HSE Group თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბამბის რიგი N7
სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00
ბენეფიტები: საწვავი და ჯანმრთელობის დაზღვევა.

სამუშაოს აღწერა:

** რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა;
** პარტნიორ კომპანიებში არსებულ სიტუაციაზე ანგარიშგება/რეპორტინგი;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის კვლევა და ანგარიშის მომზადება;
** დოკუმენტაციის შემუშავება;
** დასაქმებულთათვის გეგმური და მიზნობრივი ინსტრუქტაჟების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობისა და რეგლამენტების ცოდნა სავალდებულოა;
** რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მართვის მოწმობა B კატეგორია, (სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა);

უნარები და პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge და გთხოვთ გაითვალისწინოთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე