Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს იურისტის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცვლილებების საკანონმდებლო დონეზე ინიცირებისათვის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დადგენილებების, განკარგულებების პროექტების მომზადება;
** სააგენტოს საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით წარმართვის ხელშეწყობა;
** სააგენტოს უზრუნველყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებით;
** სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების მომზადება ან/და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული შესაბამისი პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
** სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმებების, მემორანდუმების, სამოქმედო გეგმებისა და სხვა პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
** სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება და ვიზირება;
** ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა და ადმინისტრაციულ წარმოებების/საჩივრების განხილვებში მონაწილეობის მიღება;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** სახელმწიფო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სააგენტოს ინტერესების დაცვა
** სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში და სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
** სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში ჩართულობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსის ან ზემდგომის ცალკეული დავალებების შესრულება.

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების კომპეტენცია;
** სამართლებრივი კვლევების ჩატარების უნარი;
** საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** მაღალი ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
** განათლება: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) -იურიდიული მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება: იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
** უცხო ენა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: იურისტი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 12 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე