Робота для біженців з України
დირექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: რენეკო
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"რენეკო" წარმოადგენს აგროინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის ბიზნეს კალენდრის მართვა, შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირება;
** შეხვედრების დღის წესრიგის, შემაჯამებელი ოქმების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება;
** დირექტორის კორესპონდენციის მართვა/აღრიცხვის წარმოება, ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** დირექტორის დავალების/განკარგულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის გაცნობა და შესრულების კონტროლი;
** კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპების მონიტორინგი და დირექტორის ინფორმირება;
** დირექტორის მივლინებების ორგანიზება (ფრენის ბილეთები, განთავსება);
** კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დირექტორის თანაშემწის, ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აკადემიური წერის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge. "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე