Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ნატურლენდი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
კომპანია "ნატურლენდი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ფრანგული ბრენდის ბავშვთა კვების მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებგვერდი: Shop.naturland.ge

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან
** სამიზნე აუდიტორიისათვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა, დანერგვა, დასახული გეგმის შესრულება
** კომპანიის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (კონფერენცია, პრეზენტაცია)
** CRM სისტემაში ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველი უმაღლესი სამედიცინო განათლება (ან/და მომიჯნავე სფეროში განათლება)
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** სასურველია რომელიმე ერთი უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გარემოს
** სოციალურ პაკეტს - სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამგზავრო ხარჯები (ტალონი/სამგზავრო ბარათი), ფიტპასი

სამუშაო განაკვეთი: სრული 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათი-პარასკევი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელმისამართზე: info@naturland.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე