Робота для біженців з України
კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Profy
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"PROFY" ეს არის ინოვაციური სტარტაპ კომპანია, რომელიც აწვდის მომხმარებელს ხარისხიან სერვისს დალაგებისა და ხელოსნის მომსახურების კუთხით.

საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს:

https://profy.ge/ | https://www.facebook.com/Profy505

კომპანია "Profy" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #24
სამუშაო გრაფიკი სრული: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური (ხელფასის 30%) და კვარტალური (ხელფასის 60%) ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის წერილობით და სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** რთული სიტუაციების მართვის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლიანი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტთა დახმარება, დაკვალიანება კომპანიის პროდუქტის გამოყენებაში;
** კლიენტებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერა, დახმარების აღმოჩენა, როგორც სატელეფონო, ისე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით;
** კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების შეთავაზება;
** მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შემთხვევების არსებობის შემთხვევაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტს (არასტუდენტი) ;
** მობილურ ინტერნეტს;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: talents@profy.ge და სათაურის ველში (Subject Title) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "პროფის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 12 თვის ვადით.

"მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე