დასახელება:
კომბოს ტიპის ავტომობილის მძღოლი
|
მომწოდებელი:
იზივეი
|
გამოქვეყნდა: 18 აპრილი
/ ბოლო ვადა: 18 მაისი
|
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე კომბოს ტიპის ავტომობილზე თბილისში.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი;
** გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** მდებარეობა: თბილისი, დიდუბე, გუდაუთის 7.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომობილის მართვა და ამანათების;
** მიწოდება ჩვენს მომხმარებლებამდე;
** დილის საათებში საწყობის ტერიტორიაზე ყოფნა.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა მომხმარებლებამდე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა და ენერგიულობა ძირითადი მოთხოვნაა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: HR@easyway.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|