Робота для біженців з України
ტექნიკური ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: სითიზენი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"Cityzen Central Park" თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე მდებარე მასშტაბური კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.

"სითიზენის" გუნდში მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს ვეძებთ.

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო ობიექტის შესწავლა;
** კონტრაქტორების მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა, აღრიცხვა და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში;
** მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტექმების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან;
** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი;
** მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
** ობიექტის საერთო და ყველდღიური ჟურნალის წარმოება;
** ყოველდღიური ფოტო-დოკუმენტაციის წარმოება;
** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის, მეთოდოლოგიის და კონონმდებლობის შესაბამისად;
** სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენა და მათი დროულად გამოსწორების კონტროლი;
** სამუშაოების პროგრესის კონტროლი;
** კონტრაქტორების შრომითი რესურსების რაოდენობის და ხარისხის ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება, რომელიც ასახავს არსებული რესურსის საკმარისობას გრაფიკით დადგენილ თარიღებში სამუშაობის დასასრულებლად;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ობიექტზე მოწოდებული მასალების საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
** კონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაობის მოცულობების გადამოწმება, მათი ფორმა #2-თან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
** შესრულებული სამუშაოების მიღება-დადასტურება;
** დამატებითი (გაუთვალისწინებელი) სამუშაოების წარმოშობის შემთხვევაში, მათი განხორციელებისთვის ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილებების გამომუშავებაში ჩართულობა და გაუმჯობესებაზე წინადადებების წარდგენა;
** დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის საოპერაციო და ტექნოლოგიური რისკების დადგენა და მათი აცილების ხერხების შემუშავება, აღნიშნული საკითხების რისკის მართვის დოკუმენტში შეტანით;
** პროექტის მსვლელობისას გეგმისგან შესაძლო გადახვევის შესახებ დამკვეთის დროული ინფორმირება, ალტერნატიული გადაწყვეტილების შეთავაზება;
** საშემსრულებლო ნახაზების გადამოწმება, რათა ზუსტად იყოს ასახული სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დროს განხორციელებული ცვლილებები;
** ფარული სამუშაოების აქტების მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;
** ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება/დადასტურება;
** რისკების დროული იდენტიფიცირება;
** დეფექტური აქტების დროული გაფორმება ან/და მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;
** ქვეკონტრაქტორებისა და კონტრაქტორების მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-8 წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური პირობების, სამშენებლო წესების და ნორმების, მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
** მშენებარე ობიექტების საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ნორმების და წესების ცოდნა;
** CAD პროგრამების საბაზისო ცოდნა (პროექტის წაკითხვის დონეზე);
** საოფისე პროგრამების (MS Office) საფუძვლიანი ცოდნა;
** უმაღლესი განათლება სამშენებელო ან საინჟინრო მიმართულებით.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@cityzen.ge გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე