Робота для біженців з України
დამრიგებლის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამრიგებლის ასისტენტი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
თანამედროვე განათლების აკადემია აცხადებს ვაკანსიას დამრიგებლის ასისტენტის პოზიციაზე, რომელსაც ექნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N37.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს სტუდენტი;
** ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

** აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე;
** აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;
** აქვს განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის განათლება.

კონკურსის ეტაპები:

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

სამუშაო საათები: 09:00-15:00 სთ.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამოტივაციო წერილი, უნდა გამოგვიგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@cea.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ასისტენტი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე