Робота для біженців з України
პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: მერკური
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
კომპანია "მერკური" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "მერკური", წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 1995 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი პოლიგრაფიული ჟურნალ-გაზეთების გავრცელება-რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დისტრიბუციაში, გაყიდვებში ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებში სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** ზრუნვა პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე;
** გაყიდული საქონლის თანხების დროულად ამოღება;
** გეგმის მიხედვით ქსელის გაზრდის უზრუნველყოფა;
** ობიექტებიდან არარეალიზებული პროდუქციის ჩამოწერა და მითვლა.

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancy@mercuri.ge, გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პრისეილერი".

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე