Робота для біженців з України
წარმოების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალებიდან შეკვეთის მიღება/კონტროლი;
** შეკვეთების სწორი გადანაწილება და დროული ადმინისტრირება საწარმოში;
** ქსელში, პროდუქციის გადანაწილება შეკვეთის მიხედვით;
** პროდუქციის წარმოების პროცესის ორგანიზება;
** საწყობიდან საჭირო მასალების მოთხოვნა და გადანაწილება;
** დამზადებული პროდუქციის აღრიცხვა (პროდუქციის წონის და რაოდენობის) და დოკუმენტაციის შედგენა/პროგრამულად ასახვა;
** დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა/პროგრამულად ასახვა;
** შესაბამისი ზედნადებების პროგრამაში ასახვა და კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** სასურველია საწარმო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე