Робота для біженців з України
შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
შპს "ალტა" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** შესყიდვების გეგმის კომპანიის მენეჯმენტთან და სხვა ჩართულ პირებთან ერთად შედგენა და კორექტირება;
** შესყიდვის პროცედურების წარმართვა და შესყიდვების პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, მართვა;
** მომწოდებლების მოძიება, შეთავაზებების კვლევა და ანალიზი;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, როგორც პროდუქციის/მომსახურების ფასებზე ასევე ხელშეკრულების პირობებზე და სხვა საკითხებზე;
** მომწოდებლების ბაზის წარმოება, მუდმივი განახლება;
** ხარჯების შემცირების მიზნით, გეგმის შემუშავება, ბაზრის მუდმივი კონტროლი;
** მომწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;
** ხელშეკრულებებისა და შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** არაკომერციული შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge 2024 წლის 17 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე