Робота для біженців з України
შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
ს.ს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დეპარტამენტში, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!

"ნიუ ვიჟენ დაზღვევისათვის" უმთავრეს კორპორატიულ ღირებულებას წარმოადგენს ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის, სქესის, რასის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების გამო - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, "ნიუ ვიჟენ დაზღვევამ" შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.

პოზიცია: შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების უმცროსი მენეჯერი.

სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათი-პარასკევი (09:00 -18:00)
ანაზღაურება: 900 ლარი (NET)

პოზიციის მიზანი: პროვაიდერებისგან მოსული დოკუმენტაციის დროულად და სწორად დამუშავება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ჩაბარება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. მიღებული დოკუმენტების პროგრამაში რეგისტრაცია.
** პროვაიდერებისგან მოსული დოკუმენტაციის და სტომატოლოგიური შემთხვევების განხილვა, რეესტრების გადამოწმება, ვალიდურობის შემოწმება, ტარიფების შედარება, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევების პროგრამული რეგისტრაცია და გადაწყვეტილების მიღება ანაზღაურებაზე, წინასწარ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.
** დოკუმენტაციის (მათ შორის სტომატოლოგიური შემთხვევების) განხილვის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, აღიარების აქტის მომზადება და პროვაიდერ კლინიკასთან გადაგზავნა, კლინიკასთან უკუკავშირი.
** დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება.
** სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების დეპარტამენტში შემოსული, სტომატოლოგიური მომსახურების უნაღდო ანგარიშსწორების ქვითრების დროული და სწორი დამუშავება.
** პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკებიდან, საინფორმაციოს სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული, დაზღვეულების მიმართ გასაწევი მომსახურების მონიტორინგი.
** სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სტომატოლოგიის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სტომატოლოგიის მიმართულებით პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პროფესიული უნარები და კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტაცია)
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეებისკენ სწრაფვა და სწრაფი ათვისების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Vacancy@nvi.ge და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების უმცროსი მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

"სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის და არამხოლოდ, თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ სს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების მიზნით, მიზნობრივად, შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები;

ამასთან, ადასტურებთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თქვენი უფლების შესახებ გამოითხოვოთ/მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე. ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

აგრეთვე, ანიჭებთ სს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით** .

* გარდა ნასამართლობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა, (არსებობის შემთხვევაში) რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე