Робота для біженців з України
დილერი - წყალტუბო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დილერი
მომწოდებელი: europebet
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა "ბეთსონ ჯგუფს" ("Betsson Group"; დაფუძნებული შვედეთში, სათავო ოფისი განთავსებულია მალტაზე). "ბეთსონ ჯგუფი" 60 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

მეტი ევროპაბეთის დასაქმების პირობების შესახებ გაიგეთ ბმულზე

კომპანია "ევროპაბეთი" წყალტუბოს ფილიალში აცხადებს ვაკანსიას დილერის პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** პოზიცია მოიაზრებს 45 სამუშაო დღეს კვარტლის განმავლობაში (კვარტლის დასაწყისიდან 45 სამუშაო დღე შაბათ-კვირას დასვენებით. კვარტლის მეორე ნახევარი დასვენება სრულად).
** სამუშაო გრაფიკი 11.00-15.00.
** ანაზღაურება 700 ლარი ყოველთვიურად.

ძირითადი ფუნქციები:

** ცოცხალ რეჟიმში თამაშის წაყვანა პროტოკოლისა და სამორინეს შინაგანაწესის შესაბამისად;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა და თამაშების ტექნიკურად სწორად განხორციელება (რულეტი და პოკერი).

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი.
** აზარტული თამაშების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ონლაინ/ოფლაინ დილერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციური უნარი;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "დილერი". დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ ნომერზე - 591 007 942.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე