Робота для біженців з України
უძრავი ქონების ინსპექტორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების ინსპექტორი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ინსპექტორის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

სამუშაო ადგილი: ბათუმის ფილიალი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთან ვიზიტის შეთანხმება და დაგეგმვა
** შესაფასებელი ქონების იდენტიფიკაცია, ინსპექტირება, ინტერიერ/ექსტერიერის დათვალიერება და სურათების გადაღება;
** ქონების ფიზიკური მდგომარეობის და ღირებულებაზე გავლენის მქონე ფაქტორების განსაზღვრა
** ფოტომასალის და დამატებითი ინფორმაციის გაგზავნა დამკვეთთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი ან მოპედი
** აზომვითი ნახაზების და საკადასტრო რუკების წაკითხვა
** ინსპექტორად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი;
** თვითგანვითარების უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ინსპექტორი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 მაისი, 2024 წელი;

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე