Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში.

მის: მარჯანიშვილის ქუჩა N26 "ა"
სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების სფეროში მინ. 3 თვე
ფოტოსურათი: აუცილებელია
ანაზღაურება: ფიქსირებული - 700 ლარი, ბონუსი - 200-400 ლარამდე
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, თვეში 14 სამუშაო დღე

ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა;
** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** 10 %-იან ფასდაკლებას ჩვენს უგემრიელეს ხორცპროდუქტზე;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 28 31 83

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე