Робота для біженців з України
გეოდეზისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გეოდეზისტი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
შპს "Award" აცხადებს გეოდეზისტის ვაკანსიას.

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელფასი: დარიცხული 3600-4200 ლარი

მოვალეობები:

** სამშენებლო მოედანზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე, სათანადო კვლევების განხორციელება;
** სათანადო საველე ტოპოგრაფიული (ორთო) სამუშაოების განხორციელება;
** საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების შემთხვევაში ან ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, სათანადო საშემსრულებლო დოკუმენტაციისა და პროექტის ტექნიკური და ახალი მიერთებების პროექტების დამუშავებაში მონაწილეობა;
** დაკვალვითი სამუშაოების შესრულება, როგორც ტაქეომეტრით, ასევე GPS მიმღების გამოყენებით;
** GPS ხელსაწყოთი გეოდეზიური ნიშნულების აღება;
** ტახეომეტრით ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება;
** სქემატური ნახაზების შედგენა;
** ორთოფოტოების მომზადება;
** კომუნიკაციების ნიშნულების ზუსტად განსაზღვრა;
** აღებული კოორდინატების რუკებზე დატანა;
** შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღრიცხვა;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები:

** აღნიშნული პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და შესაბამისი საჭიროების პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office, Archicad, Autocad).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15/05/2024.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე