Робота для біженців з України
ლოიალობის სისტემის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოიალობის სისტემის მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 300 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ლოიალობის სისტემის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელში ბარათების გავრცელების ორგანიზება;
** პრომო აგენტების ტრეინინგი;
** აქციების და შეთავაზებების ტიპების ჩამოყალიბება და მომხმარებლებისთვის შეთავაზების გაგზავნა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით;
** ლოიალობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება;
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა ლოიალობის სისტემისთვის ლიდების მოძიების და საჩუქრების კატალოგის მუდმივი განახლების მიზნით;
** მობილური აპლიკაციის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ტექნიკური დავალებების გაწერაში მონაწილეობა; დავალებების დროულად შესრულების მონიტორინგი;
** ლოიალობის სისტემის ტესტირების პროცესში ჩართულობა;
** საჩუქრების და ბონუსების გაცემის პროცედურების კონტროლი;
** ანგარიშგების სისტემის აწყობაში ჩართულობა და უშუალო ხელმძღვანელთან ყოველკვირეული ანგარიშგება;
** ლოიალთი ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართულობა;
** პროცედურების და მიმდინარე პროცესების კონტროლი.
აღნიშნული პოზიცია არის საშუალო რგოლის მენეჯერი და მას დაქვემდებარებაში ჰყავს რამდენიმე თანამშრომელი.

ექვემდებარება მარკეტინგის დირექტორს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** მომხმარებელთა ლოიალურობის პროგრამების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მობილური აპლიკაციის შექმნაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** რიპორტინგის და ეფექტური პრეზენტაციის უნარები და გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ.

დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგვიგზავნეთ მისამართზე hr1@magniti.ge და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "რითეილ ჯგუფმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე