Робота для біженців з України
გაფორმების გუნდის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაფორმების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შ.პ.ს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას გაფორმების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** გადაზიდვის მენეჯერისგან მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით წინასწარი დეკლარაციების მომზადების უზრუნველყოფა;
** გაფორმებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის შემოწმება;
** თითოეული შეკვეთის შესაბამისი რეჟიმით გაფორმებისთვის საჭირო პროცედურების წარმოება;
** საქონლის დათვლის შედეგად გამოვლენილ სხვაობებზე კანონთან შესაბამისობით კორექტირებების მოთხოვნა და გასწორების მეთოდოლოგიის დახვეწა;
** გაფორმების შემდეგ ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი;
** საბაჟო საწყობ ტერმინალთან კომუნიკაცია;
** საქონლის ვერ გაფორმების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოწერა-უკან გაგზავნის პროცედურის ორგანიზება;
** შემოსავლების სამსახურთან მჭიდრო კომუნიკაცია პრობლემური საკითხების მოგვარების მიზნით;
** კანონმდებლობის სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და პროცესების თანხვედრაში მოყვანა;
** AEO Authorized economic operator-ის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების გატარება;
** რეპორტინგის წარმოება და სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მონიტორინგი (დეკლარანტი, გაფორმების სპეციალისტი)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით;
** საბაჟო გაფორმების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge 2024 წლის 10 მაისამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე