Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2012 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი 1ა.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი სრული
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის HRM პროცედურების განხორციელება;
** კომპანიის გაიდლაინებისა და პროცედურების შექმნაში მონაწილეობა;
** კომპანიის საჭიროების შესაბამისად შერჩევის პროცესების სრული ციკლის დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება;
** კომპანიის თანამშრომელთა განვითარების სისტემების დადგენილი პროცედურების განხორციელება და შემუშავების/გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა;
** თანამშრომელთა მოტივაციის აქტივობების შემუშავებაში ჩართულობა და განხორციელება დაგეგმილი პროცედურების შესაბამისად;
** კომპანიის თანამშრომელთა ბაზების მართვა და განახლება;
** კომპანიის დირექტორთან ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, არანაკლებ B2 დონეზე.
** სასურველია სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოქნილობა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "HR მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე