პროდუქტისა და გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტისა და გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტისა და გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტებისა და არსებული /პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა;
** გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში/დისტანციურად;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების გაზრდის მიზნით;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინოს მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში - მინიმუმ 2 წელი;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე