ლაბორანტი მედიცინის ფაკულტეტზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი მედიცინის ფაკულტეტზე
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორანტის ვაკანსიას.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, სარაჯიშვილის ქ.17
** სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი (სამი დღე - 09:00 - 15:00 / შემდეგი სამი დღე 15:00 - 21:00)
** სამუშაო ანაზღაურება: 300 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი
** ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** სასწავლო კურსის ხელმძღვანელთან თანამშრომლობით განახორციელოს პრაქტიკული სწავლება;
** კურსის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკური, სიმულაციური და სახარჯი მასალებით ლაბორატორიის აღჭურვა;
** მოამზადოს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისი სიმულაციური აღჭურვილობა/ინვენტარი/მასალები;
** აწარმოოს ლაბორატორიაში არსებული ინვენტარის, მასალების აღრიცხვა, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე მოამზადოს წერილობითი მიმართვა სახარჯი მასალის შეძენის მიზნით;
** შესაბამის სტურუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გამოსაყენებად უვარგისი ტექნიკის/მასალის/ინვენტარის ჩამოწერა/განადგურების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** ლაბორატორიაში სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოყენებული მასალის შენახვა/ლიკვიდაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა ან/და მედიცინის მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის ცოდნა (Word - ძალიან კარგი, Excel - კარგი, PP - ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა -A2 (მეტყველება, წერა).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge და წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე