ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სამედიცინო კომპანია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00-მდე (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 800-1000 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, დაარქივება;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში/ბალანსში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** კონფიდენციალობა.

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური - B1 დონე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1 ოქტომბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე