იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ეროვნული სკრინინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"ეროვნული სკრინინგ ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი;
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი;

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
** ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი შიდა დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი და მათი სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება;
** ცენტრის საინფორმაციო-სამართლებრივი მომსახურება, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მოძიება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება და სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციების მიცემა;
** ცენტრის მიერ მომზადებული განკარგულებითი დოკუმენტების, დებულებების, ინსტრუქციების, შეთანხმებების, მემორანდუმებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
** მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების, წერილების განხილვა და სათანადო რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
** ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გამართული მეტყველების უნარი
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@gnsc.ge ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე