MSME დაზღვევის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: MSME დაზღვევის მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N20
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** მცირე და საშუალო ბიზნესის სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** მიზანდასახული.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - MSME დაზღვევის მენეჯერი.

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე