პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე, აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახურში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბიძინა კვერნაძის 10 (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** რეპორტების აწყობა Microsoft SQL Server Reporting Server-ზე
** ბაზაში მონაცემების მიმდინარე დროში ჩასწორება მოთხოვნის შესაბამისად
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ტელეფონზე, Mail-ზე და სხვა არხებით) და ბიზნეს პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება, ფუნქციონალის ახსნა

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით
** SQL-ის, PL/pgSQL (PostgreSQL)-ის და Transact-SQL (MS SQL Server) კარგად ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება საოფისე პროგრამებისა და მათემატიკის ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფად სწავლის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - IT Application Support.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე