ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: იუსკი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"იუსკ გრუფ" (Jysk Group) სკანდინავიური ბრენდია. იუსკი (Jysk) გახლავთ გლობალური საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით. "იუსკ გრუფ"-ს 50 ქვეყანაში 2, 586-ზე მეტი მაღაზია აქვს 22, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ამ ჩამონათვალს საქართველოც შეუერთდა.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს სავაჭრო ცენტრ "იუსკი"-ს 6 ფილიალი. 5 თბილისის ხოლო 1 ბათუმის მასშტაბით.

ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ თქვენ ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი გახდებით. გპირდებით მეგობრულ გარემოს და დაწინაურების პერსპექტივას.

ვაკანტური პოზიცია: ლოჯისტიკის მენეჯერი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 158;
** სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების პროგრამულად ასახვა;
** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** შეკვეთის გადაადგილების მარშრუტების მონიტორინგი დატვირთვის მომენტიდან დამკვეთისთვის მის ჩაბარებამდე;
** ლოჯისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლების მართვა და კონტროლი;
** გადაზიდვების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
** საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
მო** ულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე და შესრულებულ საქმიანობასთან დაკავშირებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ლოჯისტიკის სფეროში 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** მოტივირებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** გაუთვალისწინებელი შემთხვევების სწრაფად და ეფექტურად მართვის უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** დასახული მიზნების შესრულებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
** ლიდერობის, მართვის და ორგანიზების უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ-მისამართზე: hr@jysk.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე