მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
შპს "არომაპროდუქტი" თავის საქმიანობას ეწევა 1985 წლიდან, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს (ორგანული და არაორგანული კატეგორიის წვენებს, სოუსებს, გაყინულ ხილს და სხვა). შპს "არომაპროდუქტი"-ს პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში (აშშ, კანადა, ავსტრალია, გერმანია, იაპონია და ა.შ.)

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.georgiasnatural.com

შპს "არომაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მიღება და მოწესრიგებულად განლაგება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქტისა და ფასმაჩვენებლის შესაბამისობის მუდმივი კონტროლი;
** დეგუსტაციის ჩატარება;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** არსებული მარაგების კონტროლი/ აღწერა;
** პროდუქციის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** სალაროს კონტროლი;
** საკომუნიკაციო და სარეკლამო მასალის სწორი განთავსება.

მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამართული მეტყველების, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;

სამუშაო ადგილი: ბათუმი

რას გთავაზობთ:

** პერსონალზე მორგებულ მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებას თვეში 550 ₾-დან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@georgiasnatural.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შპს "არომაპროდუქტი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე