იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე ქუთაისის სერვისცენტრში.

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი.

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული ხასიათის დოკუმენტების შედგენა
** სხვადსხვა სახის ხელშეკრულებების შედგენა და გაფორმების ორგანიზება
** ბანკის კლიენტების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება
** დაინტერესებული პირებისათვის განმარტებებისა და კონსულტაციების გაწევა იურიდიულ საკითხებში
** საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დასკვნების მომზადება
** სერვისცენტრის დირექტორის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** სამოქალაქო სპეციალიზაციით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (ზოგადი ან სამოქალაქო განხრით) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
** საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემების (NAPRWEB) მომხმარებელთა ტესტირების სერთიფიკატი
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა, ინგლისური ენის ფლობა (სასურველია)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელობა
** კეთილსინდისიერება, ორგანიზებულობა, პრინციპულობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@cartubank.ge და ელ. ფოსტის თემატიკაში მიუთითოთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 14 ოქტომბერი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე