მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
კომპანია "City Hotels", რომელიც აერთიანებს მაღალი კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "City Center" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული, საოფისე და სააღრიცხვო (Oris-ის) პროგრამების კარგად ცოდნა;
** ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები

** ორგანიზებული;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შესაბამისობის კონტროლი და ანგარიშის წარდგენა;
** დირექტორთან შეთანხმებული და დამტკიცებული ბიუჯეტის მართვა/კონტროლი;
** ხარჯების შემოწმება და კონტროლი;
** RS.ge-ზე ასახული დოკუმენტების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** სალაროს კონტროლი და შესაბამისი ოპერაციების აღრიცხვა პროგრამაში;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა, მარაგებისა და ნაშთების პროგრამული აღრიცხვა და კონტროლი (პროგრამა სუფრას გამოყენებით);
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება;
** თვეში ერთხელ ფინანსური ანგარიშისა და მოგება-ზარალის ანგარიშის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".

"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://www.cityhotels.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე