ბრენდის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ლიბო გრუპი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
კომპანია "ლიბო გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კონკურენტული გარემოს შესწავლა და ბაზრის კვლევა/ანალიზი.
** ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება, ბიუჯეტის შედგენა და მართვა.
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი.
** გაყიდვების გეგმის შედგენა, ანალიზი, მონიტორინგი და სტიმულირება.
** მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება.
** ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია).

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი.

კომპანია "ლიბო გრუპი" გაყიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც სამომხმარებლო და ჰიგიენური საშუალებების დისტრიბუციას ახორციელებს.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: g.lomtadze@libogroup.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბრენდის განვითარების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე