სხვადასხვა - ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა - ტრენერი
მომწოდებელი: User Academy
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "იუზერ აკადემია" წლების მანძილზე აქტიურად არის ჩართული IT სფეროში პროფესიონალი კადრების მომზადების საქმეში. ჩვენი კომპანია ინტენსიურად თანამშრომლობს საქართველოში მოღვაწე ყველა დიდ კომპანიასთან. უმაღლესი ხარისხის ტრენინგების ჩატარება ჩვენი უმთავრესი საქმიანობაა.

"იუზერ აკადემია" იწვევს პროფესიონალ ტრენერებს შემდეგი მიმართულებით:

1. TOP ალგორითმები და მათემატიკა პროგრამირებაში;
2. Frontend პროგრამირება;
3. Backend პროგრამირება;
4. აპლიკაციების შექმნა;
5. გრაფიკა, დიზაინი;
6. ციფრული მარკეტინგი;
7. Wordpress.

ჩამონათვალში უმეტესობა (7-ის გარდა) წარმოდგენილია კონკრეტული ტექნოლოგიების მითითების გარეშე. ჩვენ გაძლევთ საშაულებას კურსის წაკითხვისას შემოგვთავაზოთ სასურველი მიმართულება, ენა ან ტექნოლოგია (ან კონკრეტული პროგრამა). მაგალითად, Backend პროგრამირება შესაძლებელია სხვადასხვა ტექნოლოგიით სერვერის მხარეს (GO, PHP , C#, VB, Ruby, Python).

მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა ფლობდეს შემოთავაზებულ მიმართულებას მაღალ დონეზე;
** გააჩნდეს მკაცრად ჩამოყალიბებული და დროში გაწერილი სილაბუსი კურსის შესახებ;
** კურსი დატვირთული უნდა იყოს მაგალითებით და საშინაო დავალებებით;
** კანდიდატმა უნდა ჩაატაროს ერთი საჩვენებელი ლექცია;
** უპირატესობა მიენიჭება სერტიფიცირებულ ტრენერებს;

კომპანია ელოდება კვალიფიციურ ტრენერებს და სთავაზობს საინტერესო ანაზღაურების სისტემას (ასევე, ტრენერებთან განვიხილავთ არასტანდარტულ კონტრაქტებს).

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 30 სექტემბერი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: contact@uacademy.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ მიმართულება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე