ინტერვიუერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერვიუერი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" აცხადებს ვაკანსიას ინტერვიუერის პოზიციაზე, შიდა ქართლის რეგიონისთვის.

"ეისითი" საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებს ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

პროფესიონალთა გუნდი "ეისითი"-ის ყველაზე ღირებული აქტივია. "ეისითი" კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს "ეისითიში" 80 მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com

სამუშაო ადგილი: შიდა ქართლის რეგიონი
სამუშაო გრაფიკი: დასაქმება მოხდება პროექტული წესით.
ანაზღაურება: გამომუშავებით - განხორციელებული პროექტების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** პირისპირ ინტერვიუს ჩატარება (კარდაკარის პრინციპით) განსაზღვრულ ვადებში;
** სამუშაოსთან დაკავშირებული/განსაზღვრული ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვა;
** განხორციელებული სამუშაოს ანგარიშგება რეგიონის კოორდინატორთან;
** ზოგად ტრენინგებზე/პროექტით გათვალისწინებულ ტრენინგებზე დასწრება.

ჩვენი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მისაღებია სტუდენტიც);
** ასაკი: 18+
** სასურველია კვლევის სფეროში გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ გრაფიკს;
** საინტერესო გამოცდილებას;
** მრავალფეროვან პროექტებთან შეხებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: b.samniashvili@act-global.com 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. არ დაგავიწყდეთ სათაურის ველში პოზიციის მითითება.

შეგიძლიათ ტელეფონზეც დაკავშირება: 577 393 744.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე