.NET დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: .NET დეველოპერი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას .NET დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

"ალტა სოფთვეარი" საქართველოში მოწინავე კომპანიაა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სფეროში, ჩვენ 1998 წლიდან ვქმნით პროგრამულ უზრუნველყოფას ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის. ჩვენთან თქვენ აუცილებლად გექნებათ კომფორტული სამუშაო გარემო, თვითგანვითარების და ახალი ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** С# პროგრამირების ენის და .NET ეკოსისტემის საფუძვლიანი ცოდნა
** .NET Core
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** REST API შექმნის გამოცდილება
** ტესტირებადი კოდის წერა
** Unit testing
** Integration testing

დიდ უპირატესობად ჩაითვლება:

** SOLID პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება კოდის წერის და სტრუქტურიზაციის პროცესში
** DDD (Domain driven design) მიდგომით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება
** Event sourcing
** CQRS
** RabbitMQ ან სხვა message broker-ებთან მუშაობის გამოცდილება
** მონაცემთა გაცვლის პროტოკოლების მუშაობის პრინციპების ცოდნა (HTTP, TCP)

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2020 წ 15 ოქტომბრამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - .NET Developer.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე