არქიტექტორი, ინჟინერი, კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი, ინჟინერი, კონსტრუქტორი
მომწოდებელი: Saxon Management Services
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
საერთაშორისო საპროექტო კომპანია "Saxon Management Services, რომელიც საქართველოში არსებობს 2013 წლიდან აცხადებს ვაკანსიებს გამოცდილი არქიტექტორის, ინჟინერისა და კონსტრუქტორის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურ, საინჟინრო და კონსტრუქციულ უცხო ქვეყნისა და ადგილობრივ პროექტებზე მუშაობა თანამედროვე/უახლესი გრაფიკული დიზაინის პროგრამებში გამოცდილ და ძლიერ გუნდთან ერთად
** ადგილობრივ და უცხოელ დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამავე სფეროებში
** სარეკომენდაციო წერილები
** პორტფოლიო

აუცილებელი უნარები:

** ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აქტიური და ინიციატივიანი
** მოწესრიგებული
** ყურადღებიანი და დეტალების მიმართ ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდის ხელმძღვანელობის უნარი
** შრომისუნარიანი და მიზანდასახული

ჩვენ გთავაზობთ:

საუკეთესო სამუშაო გარემოს
სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება 2000-5000 ლარით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@saxonms.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გამოცდილი ინჟინერი/არქიტექტორი/კონსტრუქტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე