საბაზრო გაყიდვების ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაზრო გაყიდვების ზედამხედველი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას საბაზრო გაყიდვების ზედამხედველის პოზიციაზე, თბილისში.

სამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 დღე; სამუშაო დროის დასაწყისი - 04:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აგრარულ ბაზარში არსებული საბითუმო გაყიდვების პუნქტიდან ყოველდღიურად პროდუქციის რეალიზაცია.
** საბითუმო გაყიდვების პუნქტის პერსონალის საქმიანობის წარმართვა.
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** კლიენტთა ბაზის წარმოება.
** იურიდიული და ბუღალტრული საკითხების უზრუნველყოფის კონტროლი კლიენტებთან (სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულება, სალაროს ჩეკი და ა.შ.).
** შემოსული თანხების კონტროლი.
** ბაზრის ყოველდღიური მონიტორინგი და ფასთა ანალიზი.
** ბაზარში არსებულ ფასებზე ინფორმაციის მიწოდება საბითუმო გაყიდვების მენეჯერისთვის.
** აგრარულ ბაზარში შესყიდვების პროცესში ჩართულობა.
** პასუხისმგებლობა გაყიდვების პუნქტში არსებულ ინვენტარზე, პროდუქტზე, შემოსულ და გასულ თანხებზე.
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების დოკუმენტაციის შექმნა და დაარქივება.
** სამუშაოს კომპეტენციის ფარგლებში მენეჯერის დამატებითი დავალებების შესრულება.
** პასუხისმგებელია სამსახურში იმყოფებოდეს დროულად და საჭიროების შემთხვევაში იმუშაოს ზეგანაკვეთურად.
** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილზე იცავდეს შრომის უსაფრთხოების წესებს და პროცედურებს.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** საშუალო განათლება; პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, სასურველია გამოცდილება საკვები პროდუქტების ვაჭრობის სფეროში.
** დოკუმენტ-ბრუნვის წარმოების უნარი.
** პუნქტუალობა, დეტალებზე ორიენტაციის უნარი, ოპერატიულობა და ორგანიზებულობა.
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@gah.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საბაზრო გაყიდვების ზედამხედველი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე