ჩამსხმელი ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩამსხმელი ოპერატორი
მომწოდებელი: რომპეტროლ საქართველო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
რომპეტროლის ოჯახი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, გეძებთ თქვენ:

** თუ ეძებ სამსახურს, ან გინდა შეუსაბამო უკვე არსებულს, ჩვენი გრაფიკი დაგეხმარება ამაში.
** გამოიმუშავე საშუალოდ 600 ლარამდე, შენს სახლთან ახლოს;

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: თვეში 7, ან 8 სტანდარტულ ცვლას
** სტანდარტული სამუშაო გრაფიკის ფიქსირებული ანაზღაურება 320-იდან 400 ლარამდე
** სტანდარტული გრაფიკით გათვალისწინებული 8 ცვლის ზევით, დამატებითი ნამუშევარი საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას
** სახელმწიფო დასვენების დღეებში ნამუშევარი დღის ორმაგ ანაზღაურებას
** კვარტალურ ბონუსებს
** სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილის გადახდას
** თუ სტუდენტი ხარ, ცვლების განაწილებაში ხელშეწყობას
** თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ადგილმდებარეობას
** კარიერის განვითარების რეალურ შესაძლებლობას
** დაცულ სამუშაო გარემოს, ვირუსისაგან პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** მომხმარებლის ავტომობილის შესაბამისი საწვავით გამართვა;
** მიღებული მომსახურების ღირებულების გატარება - სალარო, თუ საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით;
** მიმდინარე სიახლეების მომხმარებლებისათვის გაცნობა

სამუშაო ადგილის მისაღებად:

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ან უბრალოდ მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: Vacancy.rpg@rompetrol.com თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით. წერილში აუცილებლად მიუთითეთ დასაქმებისათვის თქვენთვის სასურველი ქალაქი/უბანი.

თუ ელ.ფოსტაზე წვდომა არ გაქვთ, სამუშაო დღეებში 11:00-იდან 13:00 საათამდე დაგვირეკეთ ტელეფონზე 595 909 773, ან მოგვწერე SMS და თავად დაგიკავშირდებით.

არ გამოტოვო შანსი, დაიწყო კარიერა ჩვენთან და გახდე რომპეტროლ საქართველოს დიდი, საერთაშორისო ოჯახის წევრი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკნტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას რომპეტროლ საქართველოს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ადგილობრივ, ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე