მორიგე ექიმი-თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ექიმი-თერაპევტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა " ნიუ ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექიმი-თერაპევტის თანამდებობაზე თერაპიის განყოფილებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერთიფიკატი შინაგან სნეულებებში;
** სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები:

** სხვადასხვა ნოზოლოგიების მართვის ერთიანი, საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული სტანდარტების მიხედვით პაციენტების მკურნალობა;
** პაციენტის გადაბარების პროცესის უზრუნველყოფა, დღის ცვლის ექიმთან კომუნიკაციის გზით;
** მიმღებ განყოფილებაში შინაგანი დაავადებების მქონე პაციენტთა კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცის პროცესის უზრუნველყოფა და მართვა;
** სხვა განყოფილებებში შინაგანი დაავადებების მქონე პაციენტთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში მონაწილეობა.

პიროვნული თვისებები:

** გულისხმიერება
** თავაზიანობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აკურატულობა, ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე