დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
2. მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია დისტრიბუციის სფეროში);
3. საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
4. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
5. კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
6. სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
7. RS.ge-თან მუშაობის გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების დამუშავება;
** საბანკო ოპერაციების წარმოება; (აუცილებელი მოთხოვნა)
** დებიტორებთან შედარებები;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ფუნქციების შესრულება;

ანაზღაურება: შეთანხმებით.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: kobuleturi@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი, 2020 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე