შერჩევისა და ტალანტების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შერჩევისა და ტალანტების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას შერჩევისა და ტალანტების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000760
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ადამიანური რესურსების მართვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
** გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვაში: 3 წელი.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი
** სფერო: ბიზნესის მართვა, სოციალური მეცნიერებები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი
** ინგლისური - ძალიან კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: სასურველია რეკრუტინგულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

** ახალი თანამშრომლის მიღების მოთხოვნის ანალიზი და საჭიროების დადგენა;
** ვაკანსიის გამოცხადება, შემოსული აპლიკაციების პირველადი გადარჩევა და ბაზის წარმოება;
** ჰედჰანტინგი;
** ტესტირების ეტაპის დაგეგმვა და ადმინისტრირება;
** კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარება;
** შერჩეული კანდიდატისთვის სამუშაო შეთავაზების მომზადება და გაცნობა;
** ახალი თანამშრომლის მიღების პროცესის მართვა;
** ტრენინგების/სწავლების საჭიროების დადგენა;
** საგამოცდო ვადაში მყოფი თანამშრომლების სწავლების მონიტორინგი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/760

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 სექტემბერი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე