დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: სამკერვალო სალონი სუპერლაინსი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სამკერვალო სალონი "სუპერლაინს" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია მოქმედებს საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამკერვალო სალონს, რომელიც ქმნის ინდივიდუალურ და მასიურ პროდუქციას.

გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მუდმივად მზარდ და განვითარებად საქმიანობას.

მოთხოვნა:

** პროგრამები: Adobe Photoshop; Corel Draw
** ენები: ინგლისური, რუსული
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს არეალი მოიცავს ჩვენს კომპანიაში შექმნილი პროდუქციისთვის (ტექსტილი, უნიფორმები და ა.შ) გრაფიკული დიზაინის შექმნას.
ამ პოზიციაზე უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს კრეატიული ხედვა და კარგად ფლობს მოთხოვნილ კომპიუტერულ პროგრამებს.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: დისტანციური მუშაობა ან არასრული განაკვეთი.
** ანაზღაურება: 600-1000₾ + ბონუსი, განიხილება უფრო მაღალი ანაზღაურებაც, კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო: napa.ltd@gmail.com სათაურის ველში კი მიუთითოთ "ვაკანსია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე