ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკების ხელმძღვანელებთან ვიზიტების განხორციელება და პროდუქტის წარდგენა;
** ექიმებთან ვიზიტი და პროდუქტების პრეზენტაცია;
** წარმომადგენლების ჯგუფის აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
** გაყიდვების ჯგუფის განვითარებაზე ზრუნვა;
** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანალიზი და რეპორტინგი;
** მივლინებები საქართველოს მასშტაბით;
** გუნდისთვის გაყიდვების ყოველკვირეული, ყოველთვიური, წლიური ანალიზი, რეპორტი და კონტროლი.
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
** სამედიცინო დაწესებულების სიის მიხედვით სამუშაო ციკლის შედგენა, ვიზიტების დაგეგმვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება (სავალდებულოა);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდთან მუშაობის და კონტროლის უნარი;
** გუნდის წევრებისთვის მოტივაციის ამაღლება;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე