პროდუქციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტების განვითარება - გაძლიერებისათვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა და მუდმივი კონტროლი;
** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** პროდუქციის მარაგების მუდმივი ანალიზი და ნაშთების კონტროლი;
** სამედიცინო წარმომადგენლების მომზადება ექიმებთან ვიზიტებისთვის, ორმაგი ვიზიტების დაგეგმვა;
** გაყიდვების გუნდისთვის ყოველთვიური, კვარტალური, წლიური გეგმების დასმა, კონტროლი;
** გაყიდვების ყოველკვირეული, ყოველთვიურ, წლიური ანალიზი, რეპორტი;
** პრეპარატების პოზიციონირება, მრგვალი მაგიდებისა და კონფერენციების დაგეგმვა, ტრენინგების ჩატარება ფარმაცევტებისთვის, პროდუქტების პრეზენტაციები როგორც ექიმებთან, ასევე ფარმაცევტებთან;
** ბიუჯეტირება და დაგეგმარება;
** პრიორიტეტული მედიკამენტების პორტფელის მართვა;
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
** სამედიცინო დაწესებულების სიის მიხედვით სამუშაო ციკლის შედგენა, ვიზიტების დაგეგმვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (ნევროლოგიური და ენდოკრინოლოგიური მიმართულებით არსებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** პრეზენტაბელურობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** გუნდთან მუშაობის და კონტროლის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე