უნივერსალური მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მოლარე
მომწოდებელი: კრედიტორი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრედიტორი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

"კრედიტორი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
** სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ძვირფასი ლითონების (ოქროს) შეფასება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;

ანაზღაურება 650 GEL + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 1 ოქტომბრამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ (CV ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@creditor.ge და საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უნივერსალური მოლარე". კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე