კონკურსი ვიდეო რგოლების დასამზადებლად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი ვიდეო რგოლების დასამზადებლად
მომწოდებელი: People In Need
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"ფიფლ ინ ნიდ" (People In Need - PIN) ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების ხელშეწყობის პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული თავისუფლების დანერგვაზეა ორიენტირებული. იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა მსოფლის 37 ქვეყანაში. "ფიფლ ინ ნიდ" საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და წარმოდგენილია ოფისებით თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ჩინთში, ზუგდიდსა და გორში.

2019 წლიდან "ფიფლ ინ ნიდ" (People In Need - PIN), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (Czech Development Agency - CzDA) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "არაგვის თემთა მდგრადი განვითარება".

ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://georgia.peopleinneed.global/ka/

აღწერილობა:

ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ" აცხადებს კონკურსს ვიდეო რგოლების დასამზადებლად, ქვემოთ მოცემული მოთხოვნების და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.

გრაფიკული ვიდეო რგოლები:

** გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს გრაფიკული ვიდეოების დამზადება კოვიდ-19-ის რეგულაციებთან დაკავშირებულ თემაზე;
** ვიდეო რგოლი უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური რეკლამის სტანდარტულ მოთხოვნებს;
** ვიდეო რგოლი შესაბამისი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან;
** მნიშვნელოვანია კრეატიული მიდგომების წარმოჩენა და ინფორმაციის გადმოცემის ეფექტიანი გადაწყვეტა;
** დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს ვიდეო რგოლის ვიზუალი და სცენარი;
** ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს;
** ვიდეო რგოლების რაოდენობა: 2 ცალი.

ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ:

** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირს;
** კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ვიდეო რგოლის დამზადების გამოცდილება, რის დასადასტურებლად უნდა გამოგზავნოს მის მიერ შექმნილი ვიდეო რგოლები (ბმულის სახით).

აპლიკაციის პროცესი:

წინადადება (განაცხადი) წარმოდგენილი უნდა იყოს 2020 წლის 25 სექტემბერს 18:00 სთ-მდე მისამართზე mariam.svanidze@peopleinneed.cz და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "ვიდეო რგოლი".

განაცხადი უნდა მოიცავდეს 1 ვიდეო რგოლის ღირებულებას. ღირებულება უნდა მოიცავდეს გაწეული სამუშაოების სრულ ხარჯს (ლარში, დღგ-ს ჩათვლით).

განაცხადს თან დაურთეთ უკვე შესრულებული ვიდეო რგოლების ბმულები.

ინდივიდუალური პირის შემთხვევაში წარმოადგინეთ CV და განაცხადში მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია; გამარჯვებული შეირჩევა შეთავაზებული ფასისა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შეფასების შედეგად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე