ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება, კონტროლი და დაარქივება;
** სხვადასხვა ხარჯის საბუღალტრო პროგრამაში გატარება;
** კრედიტორული დავალიანების კონტროლი და მომწოდებლებთან შედარებების წარმოება;
** ​ინტერნეტ-ბანკში მუშაობა;
** მოზიდული ფულადი სახსრების რეესტრის წარმოება, აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
** სხვადასხვა სახის რეპორტების დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** ძირითადი საშუალებების რეესტრის წარმოება, ცვეთის დარიცხვა, ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გარე აუდიტორულ კომპანიასთან ურთიერთობა, რეპორტების და დოკუმენტაციის მიწოდება;
** სხვა დაკავშირებული საქმიანობის და დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან ფინანსების განხრით;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

სხვა მოთხოვნები:

** ანალიზისა და სტატისტიკის წარმოების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურებადი მორიგეობა შაბათს-კვირას და სამუშაო დღეებში 18:30-დან 22:00 სთ-მდე;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 28 სექტემბრისა.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტრის თანაშემწე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე