პარტნიორების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარტნიორების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Digital Area
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
სს "საქართველოს ბანკის" ჯგუფში შემავალი კომპანია "დიჯითალ არეა" პროექტისთვის OPTIMO აცხადებს ვაკანსიას პარტნიორების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

პროექტის შესახებ:

OPTIMO - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სალაროსა და გაყიდვების მართვის ციფრული გადაწყვეტაა, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის მფლობელებს. ამასთან, ოპტიმო მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება მის უკეთ მართვასა და განვითარებაში.

უფრო დეტალურად: http://www.optimo.ge

ძირითადი ფუნქციები:

** პარტნიორული ქსელის არსებული ურთიერთობების განვითარება, პარტნიორების მიმდინარე საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება, მიწოდება, განხორციელება;
** პორთფელში არსებული კომპანიების ინციდენტების მართვა, კერძოდ, ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და გამოსავლის / გადაწყვეტის მოძიება;
** პარტნიორებთან კომუნიკაცია დაფიქსირებული საკითხების გადაწყვეტის შესახებ;
** კონსულტაცია პროდუქტების და პროცედურების ჭრილში;
** სხვადასხვა პროცესებისთვის დამხმარე პერიოდული რეპორტების წარმოება;

მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:

ბიზნეს სექტორში კომპანიებთან ურთიერთობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარები (ურთიერთობების დამყარება და განვითარება, მოლაპარაკებების წარმოება, დარწმუნების უნარი, პრეზენტაციები);
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელფოსტაზე HR@area.ge არაუგვიანეს 28 სექტემბრისა და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე