ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: MACH & MACH
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
კომპანია "MACH & MACH" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და სხვა) აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი;
** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
** კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან, მოქმედ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი შეკვეთების მიხედვით;
** ადგილობრივი, ექსპორტირებული და იმპორტირებული პროდუქციის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** საბანკო და სალარო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** ფულის ნაშთის კონტროლი;
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და კონტროლი;
** ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია გააჩნდეს პროფესიონალი ბუღალტრის სერთიფიკატი
** საბუღალტრო პროგრამა Oris-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისურის და საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების აღმოჩენისა და მოგვარების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტაზე: hr@machandmach.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე