ადმინისტრაციული მენეჯერი, გაყიდვების გურუ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი, გაყიდვების გურუ
მომწოდებელი: ორდერ24.გე
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
ორდერ24.გე არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია, რომელის მომხმარებლებიც რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. გვაქვს აქტიური ვაკანსია 2 მიმართულებით.

მოკლედ, რომ იცოდეთ რატომ უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმეები ჩვენთან:

რას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს:

** 2000 მდე სახეობის პროდუქციას
** 24 საათში ნებისმიერი შეძენილი ნივთის სასურველ ლოკაციაზე მიწოდებას სრულიად უფასოდ

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრები, აუცილებელი მოთხოვნა, რომ გიყვარდეთ ადამიანებთან ურთიერთობა, იზრუნოთ ჩვენს ერთგულ და ხანდახან ჭირვეულ მომხმარებლებზე და უბრალოდ იყოთ განვითარებაზე ორიენტირებულნი.

1. ადმინისტრაციული მენეჯერი

მოვალეობათა მცირედი ნუსხა:

** შეკვეთების დროული მიწოდების კონტროლი
** ტექნიკური საკითხების მოგვარება და მომხმარებელთა მხარდაჭერა
** თუ ექსელი გეცოდინებათ კარგად, ხომ სულ მთლად გაგვახარებთ
** არ მოგეთხოვებათ 3 დიპლომი, სტუდენტების მისაღებად მზად ვართ!

გრაფიკი: 5 სამუშაო დღე 10:00-18:00 მდე

** თუ გიყვართ დოკუმენტებში თავჩარგული მუშაობა და გაქვთ უნარი მათი "დამორჩილების"
** თუ ხართ დეტალებზე ორიენტირებული და მოწესრიგებულნი
** მაშინ თამამად შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე აღნიშნულ პოზიციაზე

2. გაყიდვების გურუ

ვეძებთ მას:

** ვისაც უყვარს საკუთარი საქმე: შესაბამისად იცის და აქვს ნამუშევარი გაყიდვებში. უბრალოდ სიამოვნებს ამ საქმის კეთება (შესაბამისად გამოცდილებას მიექცევა ყურადღება)
** "არა" _ მისთვის არაფერს ნიშნავს. მიზანდასახული და საკუთარი საქმის ბოლომდე მიმყვანი
** მზად არის ახალი თავგადასავლებისთვის
** აქვს დამაჯერებელი და გამართული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი გრძნობა (ამას ყველაზე მეტად ვაფასებთ)
** "ცეცხლი თვალებში" - you know what I mean

თქვენი უძვირფასეს დროს, უნარ-ჩვევებსა და შესაძლებლობების, სანაცვლოდ კომპანია "ორდერ24.გე" გთავაზობთ:

** ძალიან კარგ სამუშაო გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (500-1000 ლარი)
** კომპანია უზრუნველყოფთ ყველა იმ "აღჭურვილობით", რაც სამუშაო პროცესის გამარტივებაში დაგეხმარებათ
** საინტერესო პროექტებზე მუშაობას
** რაც მთავარია ისწავლით ძალიან ბევრ რამეს და ყველანი ერთად ვიზრუნებთ თვითგანვითარებაზე

მოკლედ ვინც საკუთარ თავს ხედავთ ჩვენს კომპანიაში:
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: archuadze.teo@order24.ge და "subject" ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე