გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ბათუმში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში ჩართულობა და დროული რეაგირება;
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია;
** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა B2 დონეზე;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** ვადებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@benegroup.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე