IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელურ ინფრასტრუქტურაში კომპლექსური ცვლილებების განხორციელება და მისი განვითარება/მხარდაჭერა;
** ქსელური აპარატურის კონფიგურაცია და მართვა;
** ორგანიზაციის ფილიალებში ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესის მხარდაჭერა;
** ორგანიზაციაში IT საკითხების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა;
** სამუშაოს და დავალებების ვადებში შესრულების კონტროლი და პრობლემებზე რეაგირება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** ქსელის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა;
** Windows Server 2008/2012 - Active Directory, Domain Controller მუშაობის გამოცდილება;
** Routing და Switching პროტოკოლების ცოდნა;
** VPN ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე